,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808041, 11/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016036
  • Word
25
05/08/2011
ვებგვერდი, 110808041, 11/08/2011
190020020.35.102.016036
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2011 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად,

      მულხი 1

 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის №24 დადგენილებაში (სსმ, 09.06.2011) და დადგენილებით დამტკიცებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართულ წესსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 91:

      ,,მუხლი 91. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, და არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 92 :

,,მუხლი 92. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ნივთებით დახმარება

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკალასელი ბავშვები.

2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 50 ლარის ღირებულების სასკოლო ნივთებით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.“.

      მულხი 2

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ს. გურჩიანი