ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

  • Word
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808011, 12/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.141.016041
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
05/08/2011
ვებგვერდი, 110808011, 12/08/2011
200130000.35.141.016041
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2011 - 28/02/2012)

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2011 წლის 5 აგვისტო

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი, მე-8 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 601 მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განსაზღვროს დანართის №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 აპრილის №16 დადგენილება.

3. ბათილად იქნეს ცნობილი „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის21 დადგენილება.

4. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნეს აღიარებული „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის            22 ივლისის23 დადგენილება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 21 ივნისიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ჰ. მოვსესიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი 1

ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1. განისაზღვროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.

 მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 2 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 4

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

გ) სათიბებზე (მათ შორის გაკულტურებულ სათიბებზე) 18 ლარი;

დ) საძოვრებზე (მათ შორის გაკულტურებულ საძოვრებზე ) 15 ლარი.

    მუხლი 5

 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება 3 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 6

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ”ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.

     მუხლი 7

 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

 

 

 

დანართი №2

სასოფლო- სამეურნეო დანიშულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები

მიწის კატეგორიები

 

გადასახადის

განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სახნავ მიწებზე

50

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებზე

50

3

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე

50

4

სამელიორაციო ქსლებით დაკავებული მიწებზე

36

5

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე

24

6

დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ინაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება

21

7

ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

21

8

სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწება

21

 

 

 

დანართი №3

არასასოფლო- სამეურნეო დანიშულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები

 

ტერიტორია

საბაზისო

განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული

კოეფიციენტი

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ახალქალაქი

0,24

0,50

0,12

2

დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

0,45

0,108

3

დასახლებათა შორის გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

0,40

0,096

4

დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

0,38

0,0912

5

დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

0,35

0,084

6

სოფლებში

0,24

0, 25

0, 06

7

დასახლებათა შორის არეალში

0,24

0,125

 

0,03