ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808009, 11/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
05/08/2011
ვებგვერდი, 110808009, 11/08/2011
010250050.35.129.016033
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/08/2011 - 02/09/2011)

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2011 წლის 5 აგვისტო

ქ. ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ი. ჭუმბურიძე

 

დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,საგანგებო სიტუაციებისაგან რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის მისამართია ქ. ჭიათურა, ჭავჭვაძის ქ. №28.

4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები

სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;

ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;

გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების შესრულებაზე.

2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. ხანძარის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში.

4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა.

5. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება.

6. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ ზარებზე პირველდი რეაგირება.

7. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა.

8. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშვება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.

9. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს რაზმის უფროსსა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის;

გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;

დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;

ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ზ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და მუშაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების შესახებ;

თ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;

ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გაყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს დანაყოფის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;

მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;

ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის, პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;

ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;

პ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა და მათი ფუნქციები

1. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული;

ბ) მთავარი სპეციალისტი ტექნიკურ საკითხებში – 1 საშტატო ერთეული;

გ) მთავარი სპეციალისტი სამოქალაქო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში – 1 საშტატო ერთეული;

დ) წამყვანი სპეციალისტი უფროსი ინსპექტორი – 1 საშტატო ერთეული;

ე) უფროსი სპეციალისტი ინსპექტორი – 2 საშტატო ერთეული;

ვ) უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში – 1 საშტატო ერთეული;

ზ) უფროსი სპეციალისტი – ცვლის უფროსი – 4 საშტატო ერთეული;

თ) სპეციალისტი ათეულის მეთაური – 4 საშტატო ერთეული;

ი) სპეციალისტი დისპეტჩერი – 4 საშტატო ერთეული;

კ) უფროსი სპეციალისტი – მძღოლ-ბრიგადირი- 1 საშტატო ერთეული;

ლ) სპეციალისტი – მძღოლი- 8 საშტატო ერთეული;

მ) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მეხანძრე –4 საშტატო ერთეული;

ნ) სპეციალისტი – მეხანძრე – 5 საშტატო ერთეული;

ო) სპეციალისტი – მდივანი – 1 საშტატო ერთეული;

პ) ტექნიკური მუშაკი (დამლაგებელი) – 1 საშტატო ერთეული.

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება ,,სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

3. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლებიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 6. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები

1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით.

2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.

3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში.

5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.

6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან.

7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სამსახურის საშტატო რიცხოვნება და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშტატო ნუსხით.

    მუხლი 7. სამსახურის ქონება

სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.