დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110808004, 11/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016055 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 1 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ: დაადგინა
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში (ვებ პორტალი, 110309011, 22/03/2011) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ
1. საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ, ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების (მაგ., შინაური ცხოველები და ფრინველები, ნივთები გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) შესახებ. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა. მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 დღით.
2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ,, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №96 ბრძანების შესაბამისად“.
2. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები