დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110805005, 08/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.108.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/08/2011 - 15/01/2018)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2011 წლის 29 ივლისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნეგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე :
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0,80 მ. ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ. ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100- მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,, გ ”, ,, ე ”, ,, ვ ”, ,, ზ ”, ,, თ ”, ,, ი ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის ა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50 -მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,, გ ”, ,, ე ”, ,, ვ ”, ,, ზ ”, ,, თ ”, ,, ი ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის ა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ .
4. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ ნორმატიული აქტების შესახებ “ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ე ბ. ნარმანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები