„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110805004, 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.132.016073
  • Word
46
02/08/2011
ვებგვერდი, 110805004, 10/08/2011
330130000.35.132.016073
„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №46

2011 წლის 2 აგვისტო

ქალაქი ბათუმი

„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს:      

მუხლი 1. „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზ­ღუდ­ვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 16.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ახალმშე­ნე­ბა­რე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებ­ლო განვითარების ზღვ­რუ­ლი პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს:

ა) იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან კონსტან­ტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და კონს­ტა­ნტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე კონსტანტინე გამსა­ხუ­რდიას ქუჩის კენტ მხარეს, შოთა რუსთაველისა და კონს­ტა­ნტინე გამსახურდიას ქუჩების კვე­თიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე შოთა რუსთა­ველის ქუჩის კენტ მხარეს და იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ორივე მხარეს პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ახალმშე­ნე­ბა­რე ან რეკონსტრუი­რებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებლო განვითარების ზღვ­რუ­ლი პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 16 მეტრს, თუ ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც გამონაკლისი, განაშენია­ნების რეგულირების საბჭოს მიერ სხვა გადაწყვე­ტი­ლება არ იქნა მიღებული.

ბ) ,,ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის სხვა პირობით საზღვრებში არსებულ ტე­რი­ტო­რიაზე ახალმშენებარე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებ­ლო განვითარების ზღვრული პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 18 მეტრს, თუ ამ დად­გე­ნი­ლების მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც გამონაკლისი, განაშენიანების რეგულირების საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.“.

მუხლი 2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         გ. კირთაძე