„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110805003, 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016072
  • Word
45
02/08/2011
ვებგვერდი, 110805003, 10/08/2011
010250020.35.132.016072
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №45

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართ­ველი ქალაქის  –  ბათუმის საკრებულო ადგენს:    

მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი  ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №130, 15.09.2007წ, გვ.6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონად განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოქცეულია შემდეგ პირობით საზღვრებში: იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კენტ მხარეს, პეტრე მელიქიშვილისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ეგნატე ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვე­თი­დან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე 26 მაისის ქუჩის ლუწ მხარეს, 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე შოთა რუსთაველის ქუჩის კენტ მხარეს, შოთა რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე დემეტრე თავდადებულის ქუჩის კენტ მხარეს, დემეტრე თავდადებულისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ეგნატე ნინოშვი­ლი­სა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე კონსტანტინე გამსახურ­დ­ი­ას ქუჩის ლუწ მხარეს, კონსტანტინე გამსახურდიასა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთიდან იაკობ გოგებაშ­ვი­ლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე შოთა რუსთაველის ქუჩის კენტ მხარეს და იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი (ძველი ბათუმის მიწათსარგებლობის ზონა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვე­ყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           გ. კირთაძე