ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110805002, 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016071
  • Word
44
02/08/2011
ვებგვერდი, 110805002, 10/08/2011
010250020.35.132.016071
ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №44

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი

ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის 341 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ქ. ბათუმის ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორ­ციელების მიზნით  დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი შემდეგ  პირობით საზღვრებში:

 ა) „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერი­ტორიაზე „ძველი ბათუმის” მიწათსარ­გებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგე­ნილებით განსაზღვრული  ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიით;

ბ) ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩით შავშეთის ქუჩის კვეთამდე, შავშეთის ქუჩის კენტი მხარე ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთამდე, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის  კენტი მხარე დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე, დემეტრე თავდადებულის  ქუჩის კენტი მხარე ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე, ილია ჭავჭავაძის ქუჩით ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე მოქცეული ტერიტორიით.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული სარეაბილიტაციო არეალის საზღვრები დადგინდეს თანდართული სქემატური რუკის შესაბამისად.

მუხლი 3. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში ქ. ბათუმის მერია ან/და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული მოქმედება განისაზღვროს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდო­მარეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების დროს ქ. ბათუმის მერიის ან/და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მოქმედების ინსტრუქცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           გ. კირთაძე