დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 607 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110804012, 05/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016065 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №607
2011 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005 წ., №136, მუხლი 1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ,,ცენტრის” ქონება არის ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქონება. ცენტრის ქონება შედგება საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისა და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადაცემული ქონებისაგან, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები