დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის № 31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110804007, 09/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016061 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 22 ივლისი
დაბა ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №24 (სსმ, 11.07.2011წ.) დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულოობა:
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობების დასაკავებლად“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას”;
გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები.“;
დ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა“;
ე) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ)„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულება;
თ) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ი) საკრებულოს აპარატის დებულება;
კ) გამგეობის დებულება.“;
ვ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.“;
ზ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) გამგებელის,გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი და წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც;
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული) თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უფროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც;
გ) გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, გამგეობის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად – წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც“.
თ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
1. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;
ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.
2. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები