„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110804006, 09/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016060
36
22/07/2011
ვებგვერდი, 110804006, 09/08/2011
010250020.35.115.016060
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2011 წლის 22 ივლისი

დაბა ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა №1 და №2 დანართების შესაბამისად.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         ვ. ქურასბედიანი

 

 

 

დანართი №1

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი.

 

 

გერბი იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი – ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ბრჭყალები წითელია).

II ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

III ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი.

გერბის თავს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით. ფარის ქვეშ მოთავსებულია ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ლენტეხი. “

 

 

  

 

დანართი №2

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის დროშა.

 

 

დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად.

I ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

II ნაწილი წარმოადგენს ზურმუხტოვან ველს.