შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

  • Word
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2168
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110804001, 08/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2168
03/05/2011
ვებგვერდი, 110804001, 08/08/2011
000000000.00.00.016009
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №2168

2011 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

შემოსავლების სამსახურის დებულების მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ო“ და „ს“ ქვეპუნქტების ,        მე -15 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შემოსავლების სამსახურში შეიქმნას სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო – მედიაციის საბჭო.

2. დამტკიცდეს:

ა) შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტი – № 1 დანართის შესაბამისად;

ბ) დამტკიცდეს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა - №2 დანართის შესაბამისად;

გ) შეტყობინების ფორმა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე – №3 დანართის შესაბამისად;

დ) სიტუაციური სახელმძღვანელო „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტის განხილვის თაობაზე“ – №4 დანართის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 29 მარტის №1619 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                           ჯ . ებანოიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება №2325-ვებგვერდი,08.08.2011წ.

2. ძალადაკარგულია - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის ბრძანება №766-ვებგვერდი,23.03.2012წ.

 

 

დანარათი №1

შემოსავლების სამსახურის მედიაციის

საბჭოს რეგლამენტი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის პროცედურებს.

2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც:

ა) ასრულებს მედიატორის როლს გადასახადის გადამხდელსა და აუდიტის დეპარტამენტს შორის;

ბ) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განიხილავს გადამხდელის პოზიციას აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტის შესახებ;

გ) აფასებს აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტს და აძლევს შესაბამის მითითებებს;

ბ) კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებსა და ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

3. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

    მუხლი 2. საბჭოს მუშაობის წესი

1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – აუდიტის დეპარტამენტი) საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს (შემდგომში – შემოწმების აქტი) განსახილველად უგზავნის გადასახადის გადამხდელს და ატყობინებს (დანართი №3), რომ მას უფლება აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში (ქ.თბილისი, გულუას ქ. №4 და ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5) წერილობით წარადგინოს გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით. ასევე ატყობინებს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს აქტის პროექტის განხილვის თაობაზე ოქმის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი პოზიცია წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (ქ.თბილისი, 0114, ვ. გორგასლის ქ.№16).

2. საბჭოში შემოსულ გადამხდელის პოზიციას/საჩივარს დავების დეპარტამენტის (მედიაციის საბჭოს აპარატი) თანამშრომელი მისი მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა თანდართულ მასალებთან ერთად ასკანირებს და წერილობით/ელექტრონული ფოსტით (rs.ge) უგზავნის საბჭოს წევრებს ან/და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებსაც უფლება აქვთ გადამხდელის პოზიციის/საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დავების დეპარტამენტში წარადგინონ დასკვნა და სათანადო მტკიცებულებები.

3. საბჭოს წევრები ან/და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან გადამხდელის პოზიციის/საჩივრის და თანდართული მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოს გადამხდელის პოზიციაზე/საჩივარზე დასკვნის მომზადება და მედიაციის საბჭოს აპარატისათვის სათანადო მტკიცებულებებთან ერთად მიწოდება.

4. დავების დეპარტამენტს ასევე საბჭოს წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართონ გადასახადის გადამხდელს და სხვა პირებს.

5. დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასკვნის მიღებიდან ან ამ მუხლის მე–3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, დღის წესრიგის პროექტის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით (rs.ge) გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/მოადგილესთან.

6. საბჭოს წევრებს და გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ დავების დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.) და გადასახადის გადამხდელს აცნობებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.

7. ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში გადამხდელის პოზიციის საბჭოში წერილობით წარმოდგენის შესახებ დავების დეპარტამენტიდან შეტყობინების მიუღებლობის ან გადამხდელის პოზიციის აუდიტის დეპარტამენტში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტი ადგენს შემოწმების აქტს და უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

    მუხლი 3. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე.

2. გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის.

3. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა სათანადო პირები. მოწვეული სპეციალისტი, ექსპერტი ან/და სხვა სათანადო პირები ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება.

4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

5. საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს მომხსენებელი – დავების დეპარტამენტის თანამშრომელი.

6. საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს საკითხის განხილვა და საბოლოო შეფასების ფორმირებამდე, გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელისგან, აუდიტის დეპარტამენტისგან ან/და სხვა ორგანოებისგან/პირებისგან დასკვნა, მტკიცებულებები ან/და სხვა ინფორმაცია.

7. განსახილველ საკითხზე საბჭოს პოზიცია დამტკიცებულად ითვლება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

8. საბჭო უფლებამოსილია ოქმით დაამტკიცოს რეკომენდაცია:

ა) განსახილველი საკითხის ეპიზოდებიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნის თითოეული - ცალ -ცალკე ან ერთობლივად - სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ)  განსახილველ საკითხზე გადამხდელის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;

გ) დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე და მდივანი.

10. საბჭოს ოქმის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად ოქმის პროექტის მომზადებასა და საბჭოს თავმჯდომარისათვის/მოადგილისათვის წარდგენას.

11. საბჭოს სხდომის ოქმი შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის.

12. საბჭოს რეკომენდაცია გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით აისახება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელიც საჩივრდება მის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

13. დავების დეპარტამენტი საბჭოზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსვლების სამსახურის უფროსისათვის წარდგენას.

დანართი №2

შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა

1

ჯამბულ ებანოიძე

შემოსავლების სამსახურის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარე)

2

ლილი ბეგიაშვილი

სამსახურის უფროსის მოადგილე

(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)

3

ლევან გოთუა

_

სამსახურის უფროსის მოადგილე

4

გიორგი თოდუა

დავების დეპარტამენტის უფროსი

5

ლევან წითელაშვილი

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

6

რომან ჩხენკელი

_

აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

7

ზურაბ სოხაძე

_

საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსი

8

ზვიად ცაგარეიშვილი

_

ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

9

ვასილ გედევანიშვილი

_

მომსახურების დეპარტამენტის უფროსი

10

გიორგი ბახტაძე

_

გაფორმების დეპარტამენტის უფროსი

11

გიორგი არეშიძე

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე

12

რომან ბუღაძე

აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

13

შალვა კოპალეიშვილი

დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

14

დავით ჯულაყიძე

_

დავების დეპარტამენტის საჩივრების სამართველოს უფროსი (საბჭოს მდივანი)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება №2325-ვებგვერდი,08.08.2011წ.

 

დანართი №3

 „_______________________“ (_______________)

გადამხდელის დასახელება            საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

(მის.: ____________________________)

შეტყობინება

გასაცნობად გეგზავნებათ „_____________________“–ის 201_ წლის „_____“ „____________“–ის
                                                               გადამხდელის დასახელება                                                                            რიცხვი                        თვე


საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.

თქვენ უფლება გაქვთ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გულუას ქ. №4 და ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5) წერილობით წარადგინოთ თქვენი პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ თქვენი/თქვენი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ შემოწმების აქტის პროექტზე და მისი აუდიტის დეპარტამენტში განხილვის შედეგებზე წერილობითი პოზიცია წარადგინოთ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (ქ.თბილისი, 0114, ვ. გორგასლის ქ.№16) აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების აქტის პროექტის განხილვის ოქმის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში.

მედიაციის საბჭო ჩატარდება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით. თქვენ უფლებამოსილი ხართ საბჭოს სხდომაზე გახლდეთ ადვოკატი, საგადასახადო კონსულტანტი, ბუღალტერი ან სხვა პირი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პოციზიის სათანადოდ წარმოჩენას.

მედიაციის საბჭო მოისმენს და თქვენი მონაწილებით განიხილავს თქვენს მიერ წარმოდგენილ პოზიციას და უშუალოდ საბჭოს სხდომაზე, თქვენი თანდასწრებით , შეიმუშავებს სათანადო მითითებებს აუდიტის დეპარტამენტის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტის საბოლოო ვერსიის ფორმირების თაობაზე.

თუ არ მიმართავთ აუდიტის დეპარტამენტს და/ან მედიაციის საბჭოს, კვლავ უფლებამოსილი ხართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი – ფურცლად.

 

_____________________________

 აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

_____________________________

 გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/