დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110803019, 08/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016065 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №148
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებით ( სსმ, ვებგვერდი, 140211, 14/01/2011) დამტკიცებული წესისა და პირობების:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.“;
ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. მსჯავრდებულის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად
1. პირი, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ჩარიცხულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. მსჯავრდებულის გადაყვანა სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხორციელდება, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაყვანილი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი სამეურნეო სამუშაოებზე ჩაირიცხება იმ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რომელ დაწესებულებაშიც უნდა შესრულდეს სამეურნეო სამუშაოები. თუ პირი მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მისი სამეურნეო სამუშაოებზე ჩარიცხვა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იმ დაწესებულების დირექტორის წარდგინების (დანართი №4) საფუძველზე, რომელშიც მსჯავრდებულმა უნდა შეასრულოს სამეურნეო სამუშაოები. “;
გ) დანართი №3-ის შემდეგ დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით:
„დანართი №4
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
თავმჯდომარეს
წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის შესახებ
მსჯ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბ. –––––– წელს
–––––––––– განათლებით, ეროვნებით –––––––––––, მოქალაქეობა –––––––––––, ადრე
ნასამართლობის ––– მქონე.
ამჟამად გასამართლებულია –––––––––––– წელს, –––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სასამართლოს მიერ საქ. სსკ-ის ––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მუხლებით, მიესაჯა –––– წლით ––––– თვით თ/აღკვეთა ––––––––––––––– ტიპის თ/ა
დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის დასაწყისი: ––––––––––––– წ.
სასჯელის დასასრული: –––––––––––– წ.
მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე რა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანების 71 მუხლის მე-2 პუნქტით, ვშუამდგომლობ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე, რათა მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––– სამეურნეო საქმიანობის შესასრულებლად ჩარიცხულ იქნეს
__________________________________________________________ დაწესებულებაში.
(დანართი მსჯავრდებულის დახასიათება)
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი / /
/-------/--------------------/201 წ. “
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები