თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 12/3 დადგენილებაში (სსმ V, N49, 11.11.2010 წ., მუხ.1431), „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 12/3 დადგენილებაში (სსმ V, N49, 11.11.2010 წ., მუხ.1431), „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9/4
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110803017, 09/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016051
  • Word
9/4
02/08/2011
ვებგვერდი, 110803017, 09/08/2011
010250000.35.157.016051
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის № 12/3 დადგენილებაში (სსმ V, N49, 11.11.2010 წ., მუხ.1431), „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9/4

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებაში (სსმ V, №49, 11.11.2010 წ., მუხ.1431), „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-3 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობას და დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა ტერიტორიაზე გამოტენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

ლ) არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;

მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მშენებლობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე;

პ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ჟ) წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის, რეკლამის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების საკითხებზე;

რ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ს) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;

ტ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

უ) ამოღებულია;

ფ) ამოღებულია;

ქ) ამოღებულია;

ღ) ამოღებულია;

ყ) ამოღებულია;

ჩ) ამოღებულია;

ც) ამოღებულია;

ძ) ამოღებულია;

წ) ამოღებულია;

ხ) ამოღებულია;

ჯ) ამოღებულია;

ჰ) ამოღებულია;

 ა.ა) ამოღებულია;

ა.ბ) ამოღებულია;

ა.გ) ამოღებულია;

ა.დ) ამოღებულია;

ა.ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ა.ვ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

ა.ზ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობით უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენებიანების რეგულირების საკითხებზე;

ა.თ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას:

ა.ი) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ა.კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

 

2.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                       გ. მესტვირიშვილი