დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში (სსმ V, N49, 11.11.2010 წ., მუხ.1430), „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/3 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110803016, 09/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.157.016050 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9/3
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებაში (სსმ V, N49, 11.11.2010 წ., მუხ.1430) „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და შემუშავება;“.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;“.
3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო მოხმარებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;“.
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განხორციელება;“.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ყ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია; წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობასა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზაციის ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;“.
6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ჩ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე;“.
7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ც“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა;“.
8. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ძ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;“.
9. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი N1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „წ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;“.
10. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ხ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;“.
11. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ჯ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;“.
12. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/2 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ჰ“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
13. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები