„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110803006, 09/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.138.016032
  • Word
15
02/08/2011
ვებგვერდი, 110803006, 09/08/2011
010260020.35.138.016032
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №15

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1 . შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.701):

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ბეჭდის ნიმუში (დანართი№2).“

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,, 31. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი, რომელსაც იყენებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად.“;

ბ. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            მ . გიქოშვილი

დანართი №2

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ბეჭდის ნიმუში