დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1965 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/01/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 19/02/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/03/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.213 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება:
ა. გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ. სათამაშო ბიზნესის გადასახადი;
გ. საკურორტო გადასახადი;
დ. სასტუმროს გადასახადი;
ე. რეკლამის გადასახადი;
ვ. გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 209-ე მუხლი:
„მუხლი 209. გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადს იხდიან პირები, რომლებიც შესაბამისი ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა მათ მიერ გაწეული განათლების მომსახურების ნაწილში და სამედიცინო დაწესებულებებისა მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაწილში.
2. ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადის განაკვეთის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავლების (დღგ-ისა და მატერიალური დანახარჯების გარეშე) არა უმეტეს 1 პროცენტით, მათ შორის, საქართველოს ნავსადგურებსა და მათთან გათანაბრებულ ნავმისადგომებზე ტვირთების გემებში ჩატვირთვაზე და გემებიდან გადმოტვირთვაზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების (დღგ-ის გარეშე) არა უმეტეს 2 პროცენტით.“.
3. 273-ე მუხლის:
ა) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 1371 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“;
ბ) 61-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 209-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით განიხილოს და 2003 წლის 15 მარტამდე მიიღოს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ცალკეულ დარგებში საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1965–რს
დოკუმენტის კომენტარები