დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802041, 02/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016292 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №421
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) 111-ე მუხლის:
ა.ა) „ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი;”;
ა.გ) ,,ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი.“;
ბ) 112-ე მუხლის:
ბ.ა) „ზ” და „თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი);
თ) საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი);”;
ბ.ბ) „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) I კატეგორია – საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;”;
ბ.გ) „ტ” და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე;
უ) ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი (ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილი);”;
გ) 1121 მუხლის:
გ.ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) II კატეგორია – საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, ანტიკორუფციული დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“;
გ.ბ) „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მრჩეველი, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ზ) ქ. თბილისის პროკურატურის მრჩეველი, ქ. თბილისის პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“;
დ) 1121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საოლქო პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები