დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802033, 02/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016291 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №419
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ 2011 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები