დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის N01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802031, 05/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016016 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №94
2011 წლის 29 ივლისი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის №01-06/44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 5 ივნისის N01-06/44 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;“;
ბ) დებულების მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“;
გ) დებულების მე-10 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრის საქმიანობის კოორდინირება.’’;
დ) დებულების მე-12 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისაგან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრისაგან სისტემატური ინფორმაციის მიღება, ანალიზი და რეაგირება.“.
ე) დებულების მე-13 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში, მისი განხორციელების კონტროლში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასებასა და ანალიზში, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;“;
ვ) დებულების მე-13 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისაგან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრისაგან სისტემატური ინფორმაციის მიღება, ანალიზი და რეაგირება.“.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. სურმანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები