დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №17 თელავის საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/2011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802029, 03/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.15.008.016012 |
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №9/2011
2011 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №17 თელავის საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა):
შრომის ანაზღაურება – 579549 ლარი;
საქონელი და მომსახურება – 112953 ლარი;
სხვა ხარჯები – 27500 ლარი;
სულ – 720002 ლარი.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები