ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების, ზონების და პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების, ზონების და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802027, 08/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016040
  • Word
47
27/07/2011
ვებგვერდი, 110802027, 08/08/2011
010250020.35.106.016040
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების, ზონების და პირობების განსაზღვრის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2011 წლის 27 ივლისი

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხამისკური

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების, ზონების და პირობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენლების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, ზონები და პირობები, თანახმად დანართისა.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ. ჭოხონელიძე

 


დანართი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, ზონები და პირობები

    მუხლი 1

1. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრა, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, ხორციელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენლების საფუძველზე.

2. დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.

    მუხლი 2

1. მშენებლობის ნებართვა არ ესაჭი­როება I კლასს მიკუთვნებულ შემდეგი შენობა-ნაგებობების მშენებლობას:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშე­ნიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზე­დაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შე­ნობა;

ბ) 20 3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნა­გებობა;

) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;

) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტრო­სად­გური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

 ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობა;

 ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­­კუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნე­ბართვის მიღების გარეშე. მშენებლობის მწარმოებელი ვალდე­ბულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამ­შენებლო რეგლამენტებით გათვა­ლის­­­წინებული მოთხოვნები.

    მუხლი 3

1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოე­ბელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შე­სა­ხებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

2. პირველი პუნქტის „ა“-“ და ,,-“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია გან­ცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგის­ტრაციის შესახებ, ხოლო ,,“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთ­რების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში გა­რე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა გან­ცხა­დებას უნდა და­ურთოს:

ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფი­ული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

4. საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­კუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშე­ნებ­ლო­ბის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენო­ბა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტო­პოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობ-ნაგებობის მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, გარდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, განცხადებას დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.

    მუხლი 4

1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო 5 დღის ვა­და­ში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტის (დოკუმენტების) საფუძველ­ზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.

2. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განმცხადებელს პასუხ არ ცნობებ, მესა­კუთ­რე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებ­ლობა.

3. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილები შესაძლებელია განისაზღვროს განმცხადებლის მიერ დამატებით წარმო­სად­გენი დოკუმენ­ტაცია.

    მუხლი 5

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, თუ:

ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;

ბ) შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, გზაზე ან განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე ან გზაზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედანის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განსათავსებლად, თუ შენობა-ნაგებობისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცით) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.

    მუხლი 6

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის მშენებლობა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენლების 66-ე მუხლითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალსწინებული პროცედურის დაცვით, მშენებლობის ნებართვის გარეშე დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს) და ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენლების 66-ე მუხლითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალსწინებული პროცედურების დაცვით, მშენებლობის ნებართვის გარეშე დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე.

    მუხლი 7

1. I კლასის ნებიესმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

2. დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ყველა სახეობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა.

3. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

საკრებულოს თავმჯდომარე               მ. ჭოხონელიძე