დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802025, 08/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016038 |
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2011 წლის 27 ივლისი
ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხამისკური
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში (სსმ, №42, 22.10.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ხობში;
ბ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ახალი ხიბულის თემში (სოფლები: ახალი ხიბულა; გაშფერდი; ზუბი);
გ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ახალსოფლის თემში (სოფლები: ახალსოფელი; განთიადი; გაღმა პირველი ხორგა);
დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ბიის თემში (სოფლები: ბია; ბია-საშონიო; ზემო ბია);
ე) გამგეობის ტერიტორიული ორგანო გურიფულის თემში (სოფლები: პირველი გურიფული; მეორე გურიფული);
ვ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ზემო ქვალონის თემში (სოფლები: ზემო ქვალონი; საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო);
ზ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო თორსა-დღვაბის თემში (სოფლები: თორსა; დღვაბა; საბუკიო);
თ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ნოჯიხევის თემში (სოფლები: ნოჯიხევი; დასახლება; ზენი; კუთხენოჯიხევი; ნაფოშტუ);
ი) გამგეობის ტერიტორიული ორგანო პირველი მაისის თემში (სოფლები: ბულიწყუ; საკვიკვინიო; ჭიხუ);
კ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო საჯიჯაოს თემში (სოფლები: ზენი; გაღმა საჯიჯაო; ზუბი; ჯაპიშაქარი);
ლ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ქარიატის თემში (სოფლები: გაღმა ქარიატა; გამოღმა ქარიატა);
მ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ქვემო ქვალონის თემში (სოფლები: გიმოზგონჯილი; ბულიში; გვიმარონი; დურღენა; ჭითაუშქური);
ნ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო შუა ხორგის თემში (სოფლები: გამოღმა შუა ხორგა; გაღმა შუა ხორგა; ყორათი);
ო) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ჭალადიდის თემში (სოფლები: საბაჟო; საქორქიო; საღვამიჩავო; საჭოჭუო);
პ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ხამისკურის თემში (სოფლები: ხამისკური, საკუკავო, საქირიო);
ჟ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო ხეთის თემში (სოფლები: ხეთა, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა);
რ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ პატარა ფოთში;
ს) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ პირველ ხორგაში (სოფელი გამოღმა პირველი ხორგა);
ტ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ საგვიჩიოში;
უ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ ყულევში;
ფ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ შავღელეში.
ქ) გამგეობის ტერიტორიული ორგანო სოფელ ძველ ხიბულაში.“.
მუხლი 2
გამგეობის იმ ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამსახურებრივი ბეჭდები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულების თემებად გარდაქმნასაც ეს დადგენილება ითვალისწინებს, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მათი გამოყენება გაგრძელდეს ამ მუხლში მითითებულ ვადამდე.
მუხლი 3
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას, უზრუნველყოს სამსახურებრივი ბეჭდების დამზადება:
ა) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ თემებში შექმნილი გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისთვის – 2012 წლის 1 იანვრამდე;
ბ) სოფელ შავღელეში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის – 2011 წლის 1 სექტემბრამდე.
მუხლი 4
1. ეს დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები