თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

  • Word
თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802024, 08/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.163.016048
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
26/07/2011
ვებგვერდი, 110802024, 08/08/2011
010020000.35.163.016048
თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/08/2011 - 24/03/2020)

თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №19

 2011ლის 26  ივლისი  

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების  (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

       ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული თელავის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოსახულებები:

        ა) თელავის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება (დანართი 1);

        ბ) თელავის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა   (დანართი 2);

        გ) თელავის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება (დანართი 3);

        დ) თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა  (დანართი 4);

       2. მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით.

       3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

       4. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი 41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

        საკრებულოს თავმჯდომარე                       ნ. ხუცაიძე    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

თელავის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება

 

 

დანართი №2

 

თელავის მუნიციპალიტეტის გერბი აღწერილობა

გერბის ფარი გადაკვეთილია და ზემოთ გაკვეთილი. 1 ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე შვიდი ოქროს ბორცვი (მთა) 4/3. ზედა ოთხ ბორცვზე ოქროს 4 ციხე-კოშკია მოთავსებული; მათ ზემოთ კი ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი. II ნაწილი – მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. III ნაწილი – ვერცხლის ველზე ვერტიკალურად ზურმუხტის (მწვანე) ყურძნის ორი მტევანი, მათ შორის ზურმუხტის (მწვანე) ვაზის ორი ფოთოლი.  

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „თელავი“.

 

 

 

 

 

დანართი №3

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის დროშის გამოსახულება

 

 

 

 

დანართი №4

 

თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად – მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.

დროშის პროპორციაა 2:3.