„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802020, 02/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016025
  • Word
184
01/08/2011
ვებგვერდი, 110802020, 02/08/2011
010320040.22.030.016025
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 184

2011 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის 183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი;

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.

საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება პირი განცხადების საფუძველზე, ხოლო პრაქტიკანტად მიიღება პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.”;

დ) მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მომართვა ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი      ნ. ვაშაკიძე