„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802016, 02/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016180
  • Word
113
02/08/2011
ვებგვერდი, 110802016, 02/08/2011
110060000.22.027.016180
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 113

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7  ბრძანებით (ვებპორტალი, 170111, 17/01/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) მრჩეველი მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი.“ .

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი