დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802014, 02/08/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.22.027.016178 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №111
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით (სსმ III, №1 72, 31.12.2010 წ., მუხ. 2496) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ანტიკორუფციული დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. ანტიკორუფციული დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები