„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802013, 02/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016177
  • Word
110
02/08/2011
ვებგვერდი, 110802013, 02/08/2011
110060010.22.027.016177
„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 110

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის  პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის  №243  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებით (სსმ 172, 31.12.2010წ., მუხ. 2498) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) მრჩევლები – მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორები. “.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. მრჩევლები – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი