„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110802011, 02/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016175
  • Word
108
02/08/2011
ვებგვერდი, 110802011, 02/08/2011
110060000.22.027.016175
„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 108

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №272 ბრძანებით (სსმ III, 168, 27.11.2008 წ., მუხ. 1716) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიულ დანაყოფებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე ზედამხედველობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)    უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.

6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;“.

7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი