დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110802007, 02/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.22.027.016171 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №104
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, №161, 2008წ., მუხ. 1625) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტი.“
2. მე-6 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიულ დანაყოფებში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე ზედამხედველობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.
8 . ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო ს აქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება და ამავე სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს ორგანოების საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების – ქრთამის აღების, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების, მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, კომერციული მოსყიდვის, გადასახადისათვის თავის არიდების ან სხვა ანგარებით დანაშაულთა ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები