დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 421 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110801030, 02/08/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016224 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №421
2011 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირადობის მოწმობას – საქართველოს მოქალაქე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხო ქვეყნის მოქალაქე.“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.“.
2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანართი №III-05 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები