პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

  • Word
პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 853
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/03/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110801027, 03/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
853
01/03/2011
ვებგვერდი, 110801027, 03/08/2011
000000000.00.00.016007
პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №853

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულებისმე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე.

2. დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი ხელშეკრულების ფორმა, თანდართული რედაქციით.

3. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით დამტკიცებული ინსტრუქციების, შიდა ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პროცედურული სახელმძღვანელოების და შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმების ასლების მიწოდება პირადი საგადასახადო აგენტებისთვის.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2807 ბრძანება.

5. ამ ბრძანების გამოცემამდე საგადასახადო ორგანოების მიერ დადებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულებები ინარჩუნებენ ძალას მათი მოქმედების ვადით.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ცხაკაია

შეტანილი ცვლილებები:

1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №1005-ვებგვერდი, 13.03.2012წ.

2. ძალადაკარგულია - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №3782-ვებგვერდი, 19.03.2012წ.

 

 

 

 

 

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების

ხელშეკრულება №

------------- 2012 .

1. ხელშეკრულების მხარეები

 

ერთი მხრივ, მომსახურების მიმღები „–––––––––“ (ს/ნ –––––––) (დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი) – შემდგომში „მოსარგებლე“

მეორე მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი – შემდგომში „საგადასახადო ორგანო“

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.

2. ხელშეკრულების საგანი და მიზანი

1. ხელშეკრულების საგანია მოსარგებლის მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე.

2. ხელშეკრულების მიზანია მოსარგებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების მოსარგებლის მიმართ განხორციელება.

3. მომსახურების გაწევის წესი

1. პირადი საგადასახადო აგენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციას აწარმოებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კერძოდ, პირადი საგადასახადო აგენტის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მის მიერ. დოკუმენტში უნდა მიეთითოს პირადი საგადასახადო აგენტის სახელი, გვარი, თანამდებობა და მისი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ბრძანების მონაცემები.

2. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პირადი საგადასახადო აგენტის მეშვეობით საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში, რაიმე სახის ქმედება არ უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოში შესაბამისი პროცედურების განხორციელებისათვის გათვალისწინებული დოკუმენტის სრულად შედგენის გარეშე ან მის გაუთვალისწინებლად.

3. მოსარგებლის მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა არ ზღუდავს საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს.

 4. მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები

1. მოსარგებლეს უფლება აქვს:

1.1. ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებით;

1.2. აცილება მისცეს პირად საგადასახადო აგენტს;

1.3. მიიღოს პირადი საგადასახადო აგენტის საკონსულტაციო მომსახურება თავისი საქმიანობის/მართვის ადგილზე.

2. მოსარგებლე (საწარმო/ორგანიზაცია) ვალდებულია მისი რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე აცნობოს გადაწყვეტილება მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მასში სათანადო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

5. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ხელშეკრულების სხვა პირობების შეუცვლელად, შეცვალოს პირადი საგადასახადო აგენტი და მისი ფუნქციის შესრულება დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბრძანებით დააკისროს სხვა თანამშრომელს.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

2.1. უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების კეთილსინდისიერად, დროულად, მაღალ პროფესიულ დონეზე და სრულად შესრულება.

2.2. მოსარგებლეს გადასცეს:

2.2.1. პირადი საგადასახადო აგენტის მიმაგრების შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით, ხელშეკრულებასთან ერთად;

2.2.2. პირადი საგადასახადო აგენტის შეცვლის შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით.

2.3. აცნობოს მოსარგებლეს პირადი საგადასახადო აგენტის ფუნქციის დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გონივრულ ვადაში.

6. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეები

1. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებია:

1.1. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე გადასახადის გადამხდელის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა;

1.2. საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

1.3. გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

1.4. გადასახადის გადამხდელისთვის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე საგადასახადო ორგანოს პოზიციის მიწოდება;

1.5. საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობა;

1.6. გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ხელშეწყობა;

1.7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული (მათ შორის, რესტრუქტურიზებული) საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის მიერ დროული შესრულების მონიტორინგი;

1.8. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების მონიტორინგი;

1.9. გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის გაკონტროლება;

1.10. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცედურის განხორციელების ხელშეწყობა;

1.11. შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგი;

1.12. საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ან/და რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

1.13. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში გასატარებელი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

1.14. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

1.15. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების წარმართვის ხელშეწყობა.

2. პირადი საგადასახადო აგენტი, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებას:

2.1. ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა;

2.2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია / რეგისტრაციის გაუქმება;

2.3. საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა;

2.4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადასახადის გადამხდელის უზრუნველყოფა;

2.5. დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა ფორმების, რეგისტრაცია პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა;

2.6. საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება;

2.7. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

2.8. გადასახადის გადამხდელის შესახებ საბანკო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

2.9. გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება;

2.10. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

2.11. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და Tax Free-ს სტიკერების გაცემა;

2.12. ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;

2.13. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია;

2.14. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების დამოწმებული ასლის გაცემა;

2.15. სავარაუდო წესით დარიცხული თანხების მოხსნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა, შესაბამისი რეაგირება;

2.16. გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა;

2.17. დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღება;

2.18. გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიღება და შესაბამისი რეაგირება;

2.19. GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა.

7. მომსახურების საფასური და გადახდის წესი

1. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის შემდეგ ანგარიშზე: სს „კორ სტანდარტ ბანკი“ (ბანკის კოდი 220101945) მიმღები „შემოსავლების სამსახური“ ანგარიშის ნომერი GE14 KS00 0000 0000 0777 77.

8. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პირადი საგადასახადო აგენტის ქმედება (მოქმედება ამ უმოქმედობა) არ ათავისუფლებს მოსარგებლეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან.

3. პირად საგადასახადო აგენტთან წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მოსარგებლე.

9. დავის განხილვა

ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

10. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

1. ხელშეკრულება ძალაში შედის 20-- წლის ––––––––– დან და მოქმედებს 20-- წლის –––––––– მდე.

2. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოსარგებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება, გადახდის ოდენობის შესაბამისი ვადით.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;

3.2. მოსარგებლის (საწარმოს/ორგანიზაციის) რეორგანიზაცია, თუ არ ხდება ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანა;

3.3. მოსარგებლის ლიკვიდაცია/გარდაცვალება;

3.4. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

11. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

ეს ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მოსრგებლეს, ხოლო მეორე რჩება საგადასახადო ორგანოს.    

 

მოსარგებლე:                                                               საგადასახადო ორგანო:

––––––––––––––––––––––––––––                                               შემოსავლების სამსახურის

(დასახელება/სახელი, გვარი)                                    მომსახურების დეპარტამენტი

                    

––––––––––––––––––––––––––                                                   ს/ნ 204525585

(საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

––––––––––––––––––––––                                                           მის.: ქ. თბილისი ალექსიძის ქ. №1

––––––––––––––––––––––

(მისამართი)

 

––––––––––––––––––––––                                                           მომსახურების დეპარტამენტის

––––––––––––––––––––––                                                           უფროსი ---------------------------

(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი

და თანამდებობა)

 

––––––––––––––––––––––                                                                       ––––––––––––––––––––––

(ელექტრონული ფოსტა)                                                                                         (ელექტრონული ფოსტა)               

 

 

––––––––––––––––––––––                                                                       ––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)                                                                                                                                (ხელმოწერა)

 

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანება №1005-ვებგვერდი, 13.03.2012წ.