„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110801023, 01/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016456
  • Word
296
29/07/2011
ვებგვერდი, 110801023, 01/08/2011
010220030.10.003.016456
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2011 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი – კომისიის წევრი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი – კომისიის მდივანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი – კომისიის წევრი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური