დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110801018, 05/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.165.016039 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2011 წლის 29 ივლისი
ქ. საგარეჯო
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში.
სამსახურის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის მოხელეებისაგან და ერთი განყოფილებისაგან – მშენებლობის განყოფილება.“.
დებულების მე-3 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ბ) სასაფლაოების მოვლა-პარტონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
გ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
დ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ე) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;
ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს სორის ხელშეკრულების მომზადების საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„2. მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა–პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის დასახელებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების, განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე წინადადებების მომზადებას;
ე) დასახლებული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლას;
კ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები