დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 01/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110801016, 04/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.52.101.016036 |
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №26
2011 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ ნ” ქვეპუნქტის, „ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის № 28 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ, 31/ 12/ 2010 წ.) ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესებს სასამართლო ორგანოებში.”;
ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ1 ” ქვეპუნქტი:
„ ბ1) სამსახურის წარმომადგენლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო ორგანოებში ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესების დასაცავად.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები