„მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110729034, 03/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016064
  • Word
147
29/07/2011
ვებგვერდი, 110729034, 03/08/2011
100110000.22.038.016064
„მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №147

2011 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 უნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №56 ბრძანები (ვებპორტალი, 110408023, 12/04/2011)  დამტკიცებული პრინციპების, წესისა და ფორმის:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა ან შეეფარდა პირობითი მსჯავრი,  ამ დანაშაულის აღწერა; სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა; მითითება უფლებების ჩამორთმევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა; ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე და ნასამართლობის შემთხვევაში - შესაბამისი დანაშაულის აღწერა; პირველი დანაშაული ჩადენის ასაკი; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაცია; კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა დინამიკა -  დროის განსაზღვრულ პერიოდებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, მათი მახასიათებელი ერთგვაროვანი ნიშნები).“;

ბ) დანართი №1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქცევა

 

2.1

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა ან შეეფარდა პირობითი მსჯავრი

დანაშაულის აღწერა

 

 

 

 

 

 

 

2.2

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, ასევე მითითება უფლებების ჩამორთმევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

2.3

სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობა

 

 

 

2.4

 

 ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე

 

დანაშაულის აღწერა

ა.

 

 

 

 

 

 

ბ.

 

 

 

 

 

 

გ.

 

 

 

 

 

2.5

 

პირველი დანაშაულის ჩადენის ასაკი

2.6

 

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაცია

 

 

 

 

 

2.7

 

კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა დინამიკა -  დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ბუნებისა და სიმძიმის ცვალებადობა, მათი მახასიათებელი ერთგვაროვანი ნიშნები

 

 

 

 

 

 

“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                 

 ხ. კალმახელიძე