დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/140 |
| დოკუმენტის მიმღები | სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 01/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050000.12.212.005930 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/07/2003 - 20/05/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.930
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის
ბრძანება №10/140
2003 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №15, 3.06..2002წ.,) მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო.გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დანართი №3).
4. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს (ი. ბაბუხადია):
ა) უზრუნველყოს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი წარმოდგენილი მასალების ადგილზე გადამოწმების შესახებ;
ბ) ნებართვის მაძიებელ პირზე „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის” გაცემა, დადგენილი წესით მასში ცვლილებების შეტანა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარება აწარმოოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში სამ თვეში ერთხელ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად;
გ) სანებართვო მოწმობის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან მოახდინოს ხე-ტყის პროდუქციის ექსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შეჯერება და შედეგების გაანალიზება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. გადაცდომის ფაქტის არსებობის შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) აღნიშნული ბრძანება რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარადგინოს იუსტიციის სამინისტროში.
5. ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობისა (ი. ბაბუხადია) და ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების (ე. სიხარულიძე, ე. რეხვიაშვილი) სამმართველოებმა უზრუნველყონ “ხე-ტყის ექსპორტის ნებართვის” ფორმის დაბეჭდვა; მკაცრი კონტროლი დააწესონ მისი აღრიცხვის, შენახვის, რეგისტრაციისა და გაცემის კანონიერებაზე.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. გამცემლიძეს.
ჯ. ჩარკვიანი



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები