დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110729028, 03/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016056 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №35
2011 წლის 26 ივლისი
ქ. ბათუმი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების“:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიები:
1. ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჩაქვის სატყეო;
ბ) ქობულეთის სატყეო;
გ) აჭი-გოგიეთის სატყეო;
დ) თიკერის სატყეო.
2. ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) თხილნარის სატყეო;
ბ) მაჭახელას სატყეო;
გ) ერგე-ორთაბათუმის სატყეო;
დ) კირნათის სატყეო.
3. ქედის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) მერისის სატყეო;
ბ) მახუნცეთის სატყეო;
გ) ცხმორისის სატყეო.
4. შუახევის სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ჭვანის სატყეო;
ბ) შუახევის სატყეო;
გ) ოლადაურის სატყეო.
5. ხულოს სატყეო ადმინისტრაცია:
ა) ხიხაძირის სატყეო;
ბ) ხულო-ღორჯომის სატყეო;
გ) ზეგანის სატყეო.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციის დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან მისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას სააგენტოს უფროსის ბრძანებით ასრულებს ადმინისტრაციის ერთ-ერთი სატყეოს უფროსი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები