„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110729027, 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050000.32.057.016055
  • Word
34
26/07/2011
ვებგვერდი, 110729027, 03/08/2011
390050000.32.057.016055
„სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება 34

2011 წლის 26 ივისი

ქ. ბათუმი

 „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №56 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული „სატყეო მეურნეობის მართვის წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ტყეკაფის მონიშვნა;

კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.“.

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდევინება ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის რეალიზაციის ან/და განაწილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში მომსახურება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის ვადები) ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სოციალური ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტოს მიერ მომსახურება ხორციელდება უსასყიდლოდ.“.

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად, ხოლო ამ წესის მე‑5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ტყითმოსარგებლის მიერ მოთხოვნილი მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად.“.

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი

1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილ თითოეულ ტყეკაფზე.

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური ჭრის ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელი დოკუმენტი.“.

ე) მე-6 - მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა

ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო

ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს სააგენტო ან მისი ტერიტორიული ადმინისტრაცია სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ასევე - სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი.

მუხლი 8. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.“.

ვ) მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ბრძანებით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“.

ზ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში სააგენტოს მიერ ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით.“.

თ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, უკანონო ჭრების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, აგრეთვე ამ წესის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 411 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში - გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი.“.

ი) 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) მერქნული რესურსისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი  კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);.

კ) 32‑ე მუხლის მე‑2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, თუ სააუქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში - მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი;

ბ) ადგილობრივ ბიუჯეტში - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

გ) სააგენტოს ანგარიშზე - სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური.“.

ლ) 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

მუხლი 411. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების რეგულირება

1. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის დაზიანება.

2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სადაც კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების, მათ შორის, მისასვლელი გზების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს ტყის ფონდით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ. ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ინფორმაცია არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ინფორმაცია მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შესახებ;

ე) ინფორმაცია ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შესახებ ტაქსაციური დიამეტრის მიხედვით;

ვ) ინფორმაცია შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ზ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

თ) ინფორმაცია კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შესაძლო მონაცემების შესახებ.

4. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მ) 42‑ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 12 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე;“.

ნ) წესის №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

1

2

3

4

5

6

7

1

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის

1 კუბური მეტრი –100 ლარი

 

 

 

 

 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე – 150 ლარი

0,1 ჰა-დან

1,0 ჰა-მდე –

500 ლარი

1 ჰა-დან 10 ჰა-მდე –

1000 ლარი

10 ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლარი

100 ჰა-დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი

1000 ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი –

1 ლარი

 

 

 

 

 

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი –

1 ლარი

 

 

 

 

 

3.3

გენერალური ლიცენზიისა და ხე‑ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი –

2 ლარი

 

 

 

 

 

4

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

4.1

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

1 კმ-მდე –

100 ლარი

1 კმ-დან

5 კმ-მდე –250 ლარი

5 კმ-დან     10 კმ-მდე – 500 ლარი

10 კმ-დან 100 კმ-მდე – 5 000 ლარი

100 კმ-დან 500 კმ-მდე –

15 000 ლარი

500 კმ და მეტი –30 000 ლარი

5

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

5.1

 1 კუბური მეტრი ხე‑ტყის მოპოვებისთვის

3 ლარი

 

 

 

 

 

6

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

6.1

ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის

30 ლარი

 

 

 

 

 

6.2

ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის

100 ლარი

 

 

 

 

 

7

ტყეკაფის მონიშვნა  (გარდა სოციალური ჭრებისა):

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

7.1

ერთი მონიშნული ხისთვის

20 ლარი

 

 

 

 

 

8

ხე‑ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

8.1

1 კუბური მეტრი ხე‑ტყისათვის

3 ლარი

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 2.

პირი, რომელსაც ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში წარადგინოს წესის 411 მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და ყოველწლიურად გადაიხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტარამდე დადგენილი წლიური საფასური 12000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად თანაბარწილად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წლიური საფასურის გადახდა ხდება მთლიანად წინასწარ.

მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                          ლ. ვარშალომიძე