დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით)კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 28/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110729016, 01/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.160.016088 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №105
2011 წლის 28 ივლისი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 1 ივნისის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
დადგენილებით ((სსმ V, 110602016, 07/06/2011 წ.) დამტკიცებული წესში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დანართი 2-ის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.“
2. დანართი 2-ის პირველი მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;“
3. დანართი 2-ის პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დანართი 2-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები