მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110729010, 02/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016034
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
21/07/2011
ვებგვერდი, 110729010, 02/08/2011
010250020.35.109.016034
მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/08/2011 - 18/08/2011)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 №15

2011 წლის 21 ივლისი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად №1 დანართისა.

2. დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად №2 დანართისა.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

5. „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ზ. გოროზია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -არტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 26.08.2011წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველი ნაწილს უჭირავს ფარის 3/4, ხოლო მეორე ნაწილს ფარის 1/4. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველზე ოქროს მუხას, გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველზე ვერცხლის ირიბ ჯვარს (წმ. ანდრიას ჯვარი).

2. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

3. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „მარტვილი“.

 

 

 

 

 

დანართი №2

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ხუთ ნაწილად. პირველი და მეხუთე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს და უჭირავს დროშის 1/10, მეორე და მეოთხე ნაწილი წარმოადგენს თეთრ ველს და უჭირავს დროშის 1/10, მესამე ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს, რომლის ცენტრში გამოსახულია ოქროს მუხა.

2. დროშის პროპორციაა: 2/3.