დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110729009, 02/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016033 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2011 წლის 21 ივლისი
ქ. მარტვილი
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულაში სიტყვები ,,საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი ,,1“-ის „პ“ ქვეპუნქტის,“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი ,,1“-ის „ქ“ ქვეპუნქტის,“;
ბ) ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
,,3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები