„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110728012, 28/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010080000.08.002.016286
  • Word
410
27/07/2011
ვებგვერდი, 110728012, 28/07/2011
010080000.08.002.016286
„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №410

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №33, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი.;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი“;

გ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს:

 ა) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) შექმნისა და გაუქმების წესს;  

ბ) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესს.

2. ეს წესი არ აწესრიგებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე დასახლების (თვითმმართველი ქალაქი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საკითხებს.“;

გ.გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) შექმნის ან გაუქმების შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.“;

გ.დ) წესის მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მიკუთვნება (შეცვლა), ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, განიხილება, როგორც დასახლების შექმნა და ხორციელდება დასახლების შექმნისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი