დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110728002, 28/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016221 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №416
2011 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ (სსმ 3.01.11.) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება და ინსტრუქციის 79-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:
ა) პროდუქტის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის (იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქტის სახეობის შესახებ (არაყი) და წითელი აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქტის სახეობის შესახებ) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6,6 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
ბ) პროდუქტის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელისათვის (მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი” – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა და ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი” – იმპორტირებული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
გ) ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4,3 ლარის ოდენობით;
დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.06 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
ე) იმპორტირებული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 4,85 ლარის ოდენობით;
ვ) იმპორტირებული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ლურჯი – იმპორტირებული თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 2.47 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
4. ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება (მწვანე – ადგილობრივი, ლურჯი – იმპორტირებული) 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე განისაზღვრება – 4.03 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები