„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110727008, 27/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016451
  • Word
292
26/07/2011
ვებგვერდი, 110727008, 27/07/2011
010240030.10.003.016451
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 292

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის  10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-4 მუხლის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ადმინისტრაცი (დეპარტამენტი);“;

 ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლს დაემატოს ,,ღ-ყ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

ღ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ყ) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) – საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმების წარმოება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია.“;

ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლს დაემატოს ,,ღ-ყ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

ღ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.), პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავება და მართვა;

ყ) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისს.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური