საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1895
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 08/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.0.001.001.189
  • Word
1895
25/12/2002
სსმ, 1, 08/01/2003
200.000.000.0.001.001.189
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლი24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 101-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1. ალაოს იმპორტი.“.

2. 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ნაწილით დაწესებული დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, მოგების (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო), სოციალური, ეკონომიკური საქმიანობისა და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;

ბ) პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი თვეში საცხობებისათვის მათი მოქმედი ღუმელების საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე, გარდა ამ ნაწილის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა, შეადგენს:

ბ.ა) 270 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი აღემატება 20 კვ.მ-ს;

ბ.ბ) 200 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს;

ბ.გ) იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 3 კვ.მ-ს, და თითოეული თონისათვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრება მათი განთავსების ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს:

ბ.გ.ა) 50 000 მოსახლემდე – 20 ლარს;

ბ.გ.ბ) 50 000 – 200 000 მოსახლემდე – 35 ლარს;

ბ.გ.გ) 200 000 მოსახლის ზევით – 50 ლარს;

გ) პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ამ ნაწილის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადების გადახდისას საანგარიშო პერიოდის მიხედვით ნაზარდი ჯამით შეამციროს ფიქსირებული გადასახადის თანხა ფქვილის მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან შეძენილ, პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის განკუთვნილ ფქვილზე გადახდილი დღგ-ის თანხებით, მოქმედი ღუმელის 20 კვ.მ-მდე საცხობი ფართობის ყოველ კვ.მ-ზე არა უმეტეს 110 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ის ზევით საცხობი ფართობის ყოველ კვ.მ-ზე – არა უმეტეს 180 ლარით. ამასთან, იმ საწარმოებს, რომლებიც პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის იყენებენ საკუთარი წარმოების ფქვილს, შეუძლიათ გადასახადის თანხა შეამცირონ ხორბლის მწარმოებელი და იმპორტიორი მომწოდებლებისა­თვის გადახდილი დღგ-ის თანხებით;

დ) ის პირები, რომელთაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ საცხობები, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს, ან თონეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება 3-ს, დამატებით თავისუფლდებიან ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან საცხობებსა და თონეებში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების მიხედვით სოციალური გადასახადისაგან, ხოლო ამ თანხების მიმღები ფიზიკური პირები – ამ ნაწილში საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისაგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1895რს