„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110727005, 27/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016283
  • Word
406
26/07/2011
ვებგვერდი, 110727005, 27/07/2011
140080000.08.002.016283
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №406

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების 45-ე პუნქტით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 4

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმები:

1. მორიგე განწესში და საყაზარმე პირობებში (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის პირობებში) თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:

 

 

დასახელება

 

ბრუტო

სასარგებლო საკვების ბრუტო

წონა გადანაყრების შემდეგ

(თერმულ დამუშავებამდე)

პური (თეთრი)

700

700

ფუნთუშა (I ხარისხის ფქვილი)

100

100

ხორბლის ფქვილი

10

10

ბრინჯი

62

60

მაკარონი

60

60

ბარდა

84

80

წიწიბურა

86

80

მანანის ბურღული

40

40

ვერმიშელი

60

60

შვრიის ფანტელი (ჰერკულესი)

80

80

ხორცი (საქონლის)

I კატეგორიის

II კატეგორიის

 

230

250

 

170

ხორცი (ღორის)

I ხარისხის

II ხარისხის

 

212

267

 

170

ხორცი (ფრინველის)

243

170

სოსისი

122

110

თევზი (გაყინული)

უთავო

თავიანი

 

115

140

 

100

საქონლის ხორცის კონსერვი

170

170

შესქელებული რძე

20

20

არაჟანი

100

100

ხაჭო

60

60

მაწონი

100

100

ყველი

54

50

კვერცხი

3 ცალი

3 ცალი

კარაქი

40

40

ერბო

30

30

მარგარინი

10

10

მაიონეზი

55

55

ზეთი

20

20

ტომატ-პასტა

25

25

ძმარი

3

3

მარილი

20

20

შაქარი

90

90

ჩაი

2

2

კაკაო

4

4

ლობიო

84

80

კარტოფილი

400

320

ხახვი

55

50

კომბოსტო

150

120

ჭარხალი

24

20

სტაფილო

56

45

წიწაკა, საკმაზ-სანელებლები

1

1

მწვანილი

22

20

ბადრიჯანი, ისპანახი, ფხალი (სეზონურად)

125

-150

 

110

ნიორი

6

5

მიდორი (სეზონურად)

160

136

კიტრი (სეზონურად)

160

136

მდოგვი

10

10

ტყემალი

50

50

ხილი, ციტრუსი (სეზონური)

200

200

ხილის ჩირი

36

35

ხილის წვენი

200 მ/ლ

200 მ/ლ

კისელის კონცენტრატი

10

10

თაფლი

30

30

საკონდიტრო ნაწარმი

200

200

შოკოლადის ნაწარმი

60

60

ჯემი

37

37 გ.

 

2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრა:

 

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა

1.

პური მშრალი

300

2.

დაკონსერვებული ლორი

200

3.

საქონლის ან ფრინველის პაშტეტი

100

4.

საქონლის ხორცის კონსერვი

600

5.

შოკოლადი

100

6.

ხილის წვენი

400

7.

ყავა ერთჯერადი

2

8.

ჩაი ერთჯერადი

2

9.

შაქარი (რაფინადი)

25

10.

ბოსტნეულის კონსერვი

150 გ.

 

3. მშრალი კვებით უზრუნველყოფის დამხმარე ნივთები:

 

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა

1.

ერთჯერადი ხელსახოცი

1 შეკვრა

2.

ერთჯერადი ხელსახოცი (სველი)

1 შეკვრა

3.

ერთჯერადი კოვზი-ჩანგალი

1 ცალი

4.

პოლიეთილენის ტომარა

1 ცალი.

 

4. სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები:

ა) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომზადების სპეციალური კურსის გავლის პერიოდში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში ჩასარიცხი კანდიდატებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4700-5000 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 2200-2300 კკალ, ვახშამი: 1300-1400 კკალ);

ბ) სამსახურის სხვა თანამშრომლებისათვის სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმაა 4300-4700 კკალ (საუზმე: 1200-1300 კკალ, სადილი: 1900-2100 კკალ, ვახშამი: 1200-1300 კკალ).

შენიშვნა:

1. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში გათვალისწინებული კვების პროდუქტები შეიძლება შეიცვალოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტების ერთობლივი ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმის შემცირებას. ამავე პუნქტით გათვალისწინებულ „გადანაყარში“ იგულისხმება პროდუქტის ის ნაწილ(ებ)ი, რომელიც უვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.

2. მშრალი კვებით უზრუნველყოფის სასურსათო იჯრაში შემავალი პროდუქტები და დამხმარე ნივთები მოსამსახურეებს ეძლევათ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი კვებით უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასურსათო იჯრის შესაბამისად.

3. მოსამსახურეთა მშრალი კვებით უზრუნველყოფის შემთხვევაში:

ა) დღიური ნორმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 პუნქტით დადგენილი სასურსათო იჯრის ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმები;

ბ) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები არ იზღუდება ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო ნორმების შესაბამისად კვებით უზრუნველყოფისათვის დადგენილი ოდენობით.“;

ბ) ბრძანებულების 52-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,52.            სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოხმარების (სარგბლობის) პერიოდულობის მიხედვით. საკონტრაქტო-პროფესიული სამსახურის ან კადრის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეებს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის პირველი ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მ. სააკაშვილი