„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 55/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110727003, 27/07/2011
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016035
  • Word
55/04
27/07/2011
ვებგვერდი, 110727003, 27/07/2011
220020000.18.011.016035
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №55/04

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის  10/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის 10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 15%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

„3. ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის  „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ნარჩენი ვადიანობის მიხედვით, ეროვნული ვალუტით 365 დღისა და მეტი ვადიანობის, ასევე უცხოური ვალუტით 730 დღისა და მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები.“.

მუხლი 2. 2011 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 2 აგვისტოდან.

გ. ქადაგიძე