„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110727002, 27/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016034
  • Word
53/04
27/07/2011
ვებგვერდი, 110727002, 27/07/2011
220090000.18.011.016034
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №53/04

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის 344 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის 344 ბრძანებით (სსმ III, 08.01.2008, 2, მუხ. 37) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, თუ თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია არ აღემატება 2000 ლარს (ან მის ევივალენტს სხვა ვალუტაში).

7. თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია აღემატება 2000 ლარს (ან მის ევივალენტს სხვა ვალუტაში), სასტუმროს მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე