„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110726009, 26/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016164
  • Word
97
26/07/2011
ვებგვერდი, 110726009, 26/07/2011
040030000.22.027.016164
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 97

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის        30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის და ქუთაისის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „ვ2“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ და „ი8“  ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, „ე2“, „ვ”, „ვ1“ (გარდა „ვ1.ბ“ ქვეპუნქტისა), „ვ2“, „ზ2“, „ი“-„ი2“, „ი6“, „ი7“ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“;

გ) 43 და 44 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. სააგენტოს ძველი თბილისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ და „ი8“  ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის 32, 33 და 34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ დებულების მე-2 მუხლის 11, 21, მე-4, 42, 43 და 44 პუნქტებით გათვალისწინებული  სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიღებას ახორციელებს ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.

33. სააგენტოს რუსთავის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს,  ძველი თბილისის, ბათუმის და აფხაზეთის სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ (გარდა „ვ1.ბ“ ქვეპუნქტისა) და „ვ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.

34. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია. აღნიშნული სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.”.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:

„35. ამ დებულების მე-2 მუხლის 11, 21, მე-4, 42, 43 და 44 პუნქტებით გათვალისწინებული  სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის/შეცვლის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი